ახალი ამბები
რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა შესაძლოა რამდენიმე დღეში დაიწყოს
FaceBook
უახლოეს დღეებში რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება.
ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაან კერობიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული გზით მათ გაეხსნებათ ტვირთგადაზიდვის ახალი, ალტერნატიული გზა.

ბორანმა ფოთსა და რუსეთში, კრასნოდარის ოლქში მდებარე პორტ „კავკაზს“ შორის უნდა იაროს.

სომხური გამოცემა News.am 2022 წლის მარტის დადგენილებაზე დაყრდნობით წერს, რომ ბორანმა კვირაში ორჯერ უნდა იაროს. გამოცემის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს აცხადებს რომ, ამჟამად ტვირთის გადაზიდვა სომხეთიდან რუსეთში ლარსის გავლით 7 დღეში ხდება, ბორნით კი, ეს დრო 3 დღემდე შემცირდება.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს სატრანზიტო კორიდორის დატვირთვა.

მესაზღვრეები, 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლის მიუხედავად, ვერ აუდიან სატვირთო ნაკადების მართვას, რის გამოც გადამზიდავებს ხანგრძლივ რიგში დგომა უწევთ.


რუსული პორტი “კავკაზი”, შავ ზღვაში ქერჩის სრუტეში მდებარეობს.
Print