ახალი ამბები
იმერეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტს კვლავ მერაბ ჩიხლაძე უხელმძღვანელებს
FaceBook
შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობას ყოფილი ხელმძღვანელი გააგრძელებს.

მერაბ ჩიხლაძემ გათავისუფლებაზე განცხადება მიმდინარე წლის 16 იანვარს დაწერა. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, განცხადების დაწერა მინისტრის მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებების ფარგლებში მოხდა.

შსს ინფორმაციით, ჩიხლაძე იმერეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე პირველად 2015 წლის 27 მარტს დაინიშნა. მანამდე მას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტი ეჭირა.

2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე კი სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობას ასრულებდა.


Print