ახალი ამბები
წყალტუბოში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება
FaceBook
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Demirören Holding-ის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა, რომელიც წყალტუბოში ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს.
კომპანიის მხრიდან წყალტუბოში ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს - „ძველი ივერიის“ მშენებლობისთვის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება, თუმცა გავრცელებულ პრესრელიზში დეტალებზე საუბარი არ არის.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუმარ-მასპინძლობის, უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორებში ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს.

ბოლო მონაცემებით, ჰოლდინგის წლიური შემოსავალი 3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

მთავრობა  წყალტუბოს "აღორძინებას" წლებია აანონსებს. თუმცა,  ეკონომიკის სამინისტროს  მიერ აუქციონზე გამოტანილი 14 მსხვილი ობიექტიდან (ყოფილი სანატორიუმები და ყოფილი სასტუმრო) მხოლოდ ორი ობიექტი  გაიყიდა.


Print