ახალი ამბები
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 72 წლის მამაკაცი დაიღუპა.
თვითმხილველების განცხადებით, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი პირი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
Print
თეგები: #შსს