ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 170-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]

ტანკი – 1 849 ერთეული [+3]

ჯავშანტექნიკა – 4 108 ერთეული [+8]

საარტილერიო სისტემა – 975 ერთეული [+1]

MLRS – 261 ერთეული [+0]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 ერთეული [+2]

თვითმფრინავი – 233 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 193 ერთეული [+0]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 778 ერთეული [+6]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 185 ერთეული [+0]

გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]

მანქანები და საწვავის ავზები – 3 021 ერთეული [+3]

სპეცტექნიკა – 90 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

267 თვითმფრინავი

145 ვერტმფრენი

1 727 უპილოტო საფრენი აპარატი

365 საზენიტო სარაკეტო სისტემა

4 287 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

797 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 290 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

4 820 სპეციალური სამხედრო მანქანაა

უკრაინაში 170 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print