ახალი ამბები
დანია და დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სამხედრო დახმარებას აგზავნის
FaceBook
დანია უკრაინის დასახმარებლად დამატებით €110 მილიონს გამოყოფს.
თანხა სამხედრო იარაღს, აღჭურვილობასა და წვრთნებს მოხმარდება.

ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც დანია და დიდი ბრიტანეთი მასპინძლობდნენ.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ ოოლასის თქმით, ლონდონი კიევს სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის.ბრიტანეთი უკრაინას მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო სისტემებს (M31A1) გადასცემს, რომლებსაც დაახლოებით 80 კმ.-იანი რადიუსი აქვთ და მაღალი სიზუსტის არიან.

უკრაინაში 169 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები
Print