ახალი ამბები
გერმანიამ უკრაინას ოთხი ,,გეპარდი'' გადასცა
FaceBook
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო სისტემა, „გეპარდი“ გადაეცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანიის მთავრობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯამში 15 „გეპარდს“ გადასცემს.

ამ დროისთვის უკრაინამ უკვე მიიღო 12 გეპარდი, 49 ათასი ჭურვი „გეპარდისთვის“, სამი ჯავშანტექნიკა და სხვადასხვა სახის სამხედრო და სამედიცინო აღჭურვილობა.

უკრაინაში 169 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #გეპარდი