ახალი ამბები
ხარაგაულში არარეგისტრირებული ორი საამქრო გამოავლინეს
FaceBook
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულში ორი არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სოფელ ბორითში მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი.

სოფელ საბეში მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ტყეში ჰქონდა განთავსებული. სახერხის ტერიტორიიდან ამოღებულია წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი 22 ერთეული მორი.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
Print
თეგები: #სახერხი