ახალი ამბები
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდილია
FaceBook
დღეიდან, ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე   სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო შეზღუდვა ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. 

"საავტომობილო ნაკადის რეგულირების მიზნით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივი გახდება რუსთაველის ხიდიდან დავით აღმაშენებლის მოედნამდე.რაც შეეხება ავტობუსების გაჩერებებს, ის დროებით ორ ლოკაციაზე განთავსდება: ერთი-მოედანზე, კოლონადის წინ, ხოლო მეორე-რუსთაველის ხიდის მიმდებარედ, გაფრინდაშვილის ქუჩის ასახვევთან.

აღნიშნული ცვლილებები არის დროებითი და ის იმოქმედებს რეაბილიტაციის პროცესის დასრულებამდე",
- ნათქვამია მერიის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ფალიაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.



Print