ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 168-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 42 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +160]

ტანკი – 1 832 ერთეული [+5] ;

ჯავშანტექნიკა – 4 086 ერთეული [+10] ;

საარტილერიო სისტემა – 971 ერთეული [+7] ;

MLRS – 261 ერთეული [+0];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 133 ერთეული [+0];

თვითმფრინავი – 232 ერთეული [+9];

ვერტმფრენი – 193 ერთეული [+0];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 766 ერთეული [+9];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 185 ერთეული [+0];

გემი/ნავი – 15 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 3 005 ერთეული [+7];

სპეცტექნიკა – 89 ერთეული [+2];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

264 თვითმფრინავი;

145 ვერტმფრენი;

1 711 უპილოტო საფრენი აპარატი;

363 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

4 278 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

794 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

3 284 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;

4 785 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 168 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #უკრაინა