ახალი ამბები
ივლისში რუსეთიდან 156 737 მოქალაქე შემოვიდა
FaceBook
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის ივლისში 159 063 მოქალაქე ჩამოვიდა რუსეთიდან, 2020-21 წლებში კი, პანდემიის შეზღუდვების გამო, 4 191 და 25 059 ადამიანი.

შარშანდელთან შედარებით ცვლილება 525.5%-ია, 2019 წელთან შედარებით კი – -2.32%.

2022 წლის ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,668,983 შეადგინა: ჯამში იანვარ-ივლისში კი ქვეყანაში 2 344 329 ტურისტი შემოვიდა.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთიდან შემოვიდა. შემდეგაა სომხეთი (ივლისში 103 906), თურქეთი (ივლისში 95 989 ადამიანი).


Print