ახალი ამბები
ეროვნული ბანკი მოსახლეობას თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
FaceBook
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მოქალაქეებს აფრთხილებს.
ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის, ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტ ბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან.

"პირამიდული სქემები, რომლებიც შესაძლებელია მრავალი სახით არსებობდეს, გარკვეულწილად მდგრადია მისი შექმნის მხოლოდ საწყის ეტაპზე, მანამ, სანამ სქემაში ახალი მონაწილეების მოზიდვის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს ასეთი კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა და, შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.

საგულისხმოა, რომ უკანასკნელ პერიოდში პოპულარული მსგავსი სქემების შესახებ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებლისთვის ცნობილია სქემის რისკიანობის შესახებ, ხშირად ისინი შეგნებულად ერთვებიან ამ სქემებში იმის იმედით, რომ მათ მიერ ინვესტირებული თანხის გამომუშავებას სქემის დაშლამდე შეძლებენ. თუმცა, მსგავსი მიდგომა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც სქემის დაშლის მომენტის წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია'',
- აღნიშნულია განცხადებაში.

ფინანსურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ფინანსური განათლების ვებგვერდზე.
Print