ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 166-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 42 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +140]

ტანკი – 1 811 ერთეული [+6]

ჯავშანტექნიკა – 4 070 ერთეული [+15]

საარტილერიო სისტემა – 960 ერთეული [+2]

MLRS – 261 ერთეული [+1]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 132 ერთეული [+05]

თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]

ვერტმფრენი – 192 ერთეული [+1]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 754 ერთეული [+4]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 182 ერთეული [+0]

გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]

მანქანები და საწვავის ავზები – 2 993 ერთეული [+15]

სპეცტექნიკა – 86 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

263 თვითმფრინავი

145 ვერტმფრენი

1 701 უპილოტო საფრენი აპარატი

362 საზენიტო სარაკეტო სისტემა

4 262 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

789 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 273 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

4 756 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 166 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print