ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 164-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს..


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250]

ტანკი – 1 802 ერთეული [+10]

ჯავშანტექნიკა – 4 051 ერთეული [+19]

საარტილერიო სისტემა – 955 ერთეული [+5]

MLRS – 260 ერთეული [+0]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 127 ერთეული [+4]

თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]

ვერტმფრენი – 191 ერთეული [+0]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 744 ერთეული [+2]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 182 ერთეული [+0]

გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]

მანქანები და საწვავის ავზები – 2 970 ერთეული [+6]

სპეცტექნიკა – 85 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

261 თვითმფრინავი

145 ვერტმფრენი

1 685 უპილოტო საფრენი აპარატი

361 საზენიტო სარაკეტო სისტემა

4 254 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

789 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 267 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

4 716 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 164 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print