ახალი ამბები
იაპონია უკრაინას დრონებს და ფურგონებს გადასცემს
FaceBook
იაპონია უკრაინას მცირე ზომის დრონებსა და სამოქალაქო ფურგონებს გადასცემს.
ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, ტექნიკის გადაცემა უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.


"რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას კვლავ აგრძელებს. ამის ფონზე, ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ ჩაფხუტები, დამცავი ნიღბები, ჯავშანჟილეტები, მცირე დრონები და ა.შ. თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები აუცილებლად გააგრძელებენ უკრაინის მაქსიმალურ მხარდაჭერას",-
აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინაში 164 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები
Print