ახალი ამბები
ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 11%-ით გაიზარდა
FaceBook
2022 წლის ივლისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 11 %- ით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის ივლისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 93,919 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის ივლისი 84,728 მგზავრი).

ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

1-ლი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში ჭიზზ Aირ-მა მეორე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით განაახლა, ასევე არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაზარდა.
Print
თეგები: #აეროპორტი