ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 138 331 შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
საქართველოში 2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივლისამდე COVID 19-ით რეინფიცირების 138 331 შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავის ანგარიშში აღნიშნავს.

უწყებს ცნობით, საშუალო პერიოდი პირველსა და ბოლო დადასტურებებს შორის არის 305 დღე, მინიმალური – 60, მაქსიმალური კი – 767 დღე.


138 331 შესაძლო რეინფიცირების შემთხვევიდან 101 306 შემთხვევაში რეინფიცირება აუცრელ პირებში იყო.

2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე რეინფიცირებულთა შორის 16 868 შემთხვევაში იყო ჰოსპიტალიზაცია, მათგან 102 პირი გარდაიცვალა. აღწერილი შემთხვევებიდან გარდაცვლილთა საშუალო ასაკი იყო 69 წელი, მინიმალური – 18 წელი, ხოლო მაქსიმალური – 89 წელი.

ანგარიშის მიხედვით, რეინფიცირებულთა შორის კაცი იყო 53 194 [38%], ხოლო ქალი – 85 137 [62%]. COVID 19-ის შესაძლო რეინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალია 30-39 წლის ქალებში.

მსოფლიო მასშტაბით, ამ ეტაპზე SARS-CoV-2-ის სხვადასხვა ვარიანტით დაინფიცირებისა და COVID 19-ით რამდენჯერმე დაავადების შემთხვევებია დადასტურებული.


Print