ახალი ამბები
ევროპის ქვეყნებში თავშესაფარი 3 766 193 უკრაინელმა მოითხოვა
FaceBook
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის საზღვრის კვეთის 10 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.

24 თებერვლიდან აღრიცხულია უკრაინიდან გასვლის 10 290 039 შემთხვევა, 28 თებერვლიდან დღემდე კი ქვეყანაში შესვლის 4 230 116 შემთხვევა ფიქსირდება.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს 2 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინიდან 6 180 345 უკრაინელია გასული.

ევროპის ქვეყნებში დროებითი თავშესაფარი ოფიციალურად მოითხოვა უკრაინის 3 766 193-მა მოქალაქემ.

უკრაინაში 163 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები
Print
თეგები: #უკრაინა