ახალი ამბები
რუსეთის უკრიანაში შეჭრის დღიდან დღემდე 359 ბავშვი დაიღუპა
FaceBook
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 359 და დაშავდა 1900-ზე მეტი ბავშვი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ხერხდება.

პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის ოლქში დაიღუპა.

ოკუპანტი ქვეყნის სამხედროების უკრაინაში შეჭრის შედეგად დაზიანდა 2 211 სასწავლო დაწესებულება, ხოლო სრულად განადგურდა 230.

უკრაინაში 163 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #ბავშვები