ახალი ამბები
მარიუპოლში მწვავე ინფექცია გავრცელდა
FaceBook
მარიუპოლში მწვავე ნაწლავური ინფექცია გავრცელდა.
ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, მეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, მისი თქმით, ქალაქში ინფექციის 17 შემთხვევა დადასტურდა.

ინფიცირებულთა უმეტესობა ბავშვია.

,,გასულ კვირას გამოკვლეული 23-დან მწვავე ნაწლავური ინფექციის პირველი ოფიციალურად დადასტურებული 17 შემთხვევაა. ნახევარი ბავშვია. დამპყრობლები მიუთითებენ გავრცელების მიზეზზე - საკვების საშუალებით'',- განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

ივნისის დასაწყისში პეტრო ანდრიუშჩენკომ გამოაცხადა, რომ მარიუპოლში ეპიდემიის პირველი ეტაპი დაიწყო. მისი აზრით, ქალაქს ემუქრებოდა ქოლერა, დიზენტერია ან სხვა ვირუსული ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს კუჭზე.

რუსეთი მარიუპოლს მას შემდეგ აკონტროლებს, რაც ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 2 400-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ოკუპანტებს ჩაბარდა.

უკრაინაში 163 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები
Print