ახალი ამბები
ქუთაისის ჩხობაძის კლინიკაში ხელფასები 30%-ით გაიზარდა
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტრომ ხელფასის ახალი სისტემა დანერგა, რის მიხედვითაც დიდ სახელმწიფო კლინიკებში, სადაც ახალი სახელფასო სისტემა ამოქმედდა, მედპერსონალის მინიმალური ანაზღაურება, 30%-ით გაიზარდა.
შესაბამისად, ხელფასები გაიზარდა ქუთაისის ო.ჩხობაძის მრავალპროფილურ ცენტრშიც.  გაზრდილი ანაზღურება ასეთია: 

ექიმის ანაზღაურება საათში 8 ლარი, რაც ყოველთვიურად 1440 ლარია, უმცროსი ექიმის ანაზღაურება საათში 6 ლარი, თვიურად 1080 ლარია, ექთნის საათობრივი ხელფასი - საათში 5 ლარია, რაც თვიურად არის 900 ლარი, ექთნის დამხმარის - 3 ლარი, ანუ თვეში 540 ლარი, სანიტრის ანაზღაურება 2.50, ანუ თვიურად 450 ლარია.

ხელფასები 1-ელი აგვისტოდან გაიზარდა და გაზრდილ ხელფასს მედპერსონალი თვის ბოლოს მიიღებს.

ახალი სახელფასო სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფო დიდ კლინიკებში ამოქმედდა.
Print