ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 162-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150];

ტანკი – 1 789 ერთეული [+15];

ჯავშანტექნიკა – 4 026 ერთეული [+4];

საარტილერიო სისტემა – 946 ერთეული [+7];

MLRS – 260 ერთეული [+1];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 118 ერთეული [+0];

თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0];

ვერტმფრენი – 191 ერთეული [+0];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 742 ერთეული [+2];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 182 ერთეული [+2];

გემი/ნავი – 15 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 960 ერთეული [+38];

სპეცტექნიკა – 83 ერთეული [+0];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

261 თვითმფრინავი;

145 ვერტმფრენი;

1 669 უპილოტო საფრენი აპარატი;

361 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

4 231 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

782 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

3 242 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;

4 676 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 162 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print