ახალი ამბები
აბიტურიენტებისთვის მათემატიკის გამოცდი შედეგები ცნობილია
FaceBook
დღეს აბიტურიენტებისთვის მათემატიკის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.
საკუთარი შედეგის გასაგებად, აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე და შესაბამის ველში პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი მიუთითოს.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, "ნედლი"  ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი.

გათანაბრების შედეგად, ზღვარის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა
Print
თეგები: #ეროვნულები