ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით რეგულარული რეისები შესრულდება
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან wizz air-ი რეგულარულ რეისებს შესრულებს საფრანგეთისა და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თავდაპირველად, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან 1-ლი აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით ხოლო, პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. გარდა ამისა, ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე.

2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255,310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.
Print
თეგები: #wizz Air