ახალი ამბები
აბიტურიენტებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები ცნობილია
FaceBook
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნება დაიწყო.
დღეს აბიტურიენტებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები ცნობილილია, ასევე, დღესვე შეუძლიათ გაიგონ და ოსური ენის შედეგებიც. 

საკუთარი შედეგის გასაგებად, აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე და შესაბამის ველში პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი მიუთითოს.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, "ნედლი" ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის, ასევე ოსური ტესტის მაქსიმალური ქულაა 60.

აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი.

გათანაბრების შედეგად, ზღვარის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა.
Print