ახალი ამბები
მაღაროელთა საპროტესტო აქცია - "მთელი ჭიათურა პარალიზდება"
FaceBook
ჭიათურაში, ამ წუთებში მაღაროელთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ჭიათურელი მაღაროელები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" შეჩერებას აპროტესტებენ და წარმოების ამუშავებას ითხოვენ.

"ვითხოვთ სახელმწიფო  დაგვიდგეს  გარანტად, რომ მაღაროელები არ დარჩნენ სამსახურის გარეშე,  რადგან ამ შემთხვევაში მთელი ჭიათურა პარალიზდება,"- ამბობენ ჭიათურის პროფკავშირების წარმომადგენლები ამირან მაჩიტიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში. 

ჭიათურელი მაღაროელების  თქმით, ისინი  საპროტესტო აქციებს  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გეგმავენ. 

ჭიათურაში მაღაროელთა საპროტესტო აქციას, დღესაც უერთდებიან  სხვადასხვა ქალაქებიდან: თბილისიდან, რუსთავიდან, ტყიბულიდან და ზესტაფონიდან ჩასული ხარდამჭერები.

ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" მუშაობის შეწყვეტის გამო, 3700 ადამიანი რჩება უმუშევარი.

"ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციამ კომპანიის მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 11 იანვარს მიიღო.

ადმინისტრაციაში კომპანიის მუშაობის შეწყვეტის მიზეზად მანგანუმის ფასის დაცემას უკავშირებენ.

Print