ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 159-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]

ტანკი – 1 768 ერთეული [+5]

ჯავშანტექნიკა – 4 011 ერთეული [+7]

საარტილერიო სისტემა – 932 ერთეული [+16]

MLRS – 259 ერთეული [+0]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 ერთეული [+0]

თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]

ვერტმფრენი – 190 ერთეული [+0]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 736 ერთეული [+1]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 174 ერთეული [+0]

გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]

მანქანები და საწვავის ავზები – 2 912 ერთეული [+10]

სპეცტექნიკა – 82 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

261 თვითმფრინავი

145 ვერტმფრენი

1 649 უპილოტო საფრენი აპარატი

361 საზენიტო სარაკეტო სისტემა

4 195 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა


773 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 220 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

4 619 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 159 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print