ახალი ამბები
გერმანია უკრაინას რადიაქტიურ, ბიოლოგიურ და ქიმიური თავდაცვის სისტემებს გადასცემს
FaceBook
გერმანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რადიოაქტიური, ბიოლოგიური და ქიმიური ნივთიერებებისგან თავდაცვის ტრანსპორტსა და აღჭურვილობას გადასცემს.



ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამხედრო დახმარების პაკეტში შედის HEP70 ტიპის დეაქტივაციის სისტემები (დეაქტივიზაცია - რადიაქტიური ნივთიერებების მოცილება რაიმეს ზედაპირიდან). ექვსი ავტომობილი, რომელთაგანაც თითოეული აღჭურვილია სადეზინფექციო ნივთიერებების ორი რეზერვუარით და ასევე, საშუალებები საშიში ნივთიერებების დეაქტივაციისთვის.

პაკეტის საერთო ღირებულება 860 ათას ევროზე მეტია.

უკრაინაში 157 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print