ახალი ამბები
ქვეყანაში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გაიზარდა
FaceBook
საქართველოში, წინა წელთან შედარებით, მშენებლობის ნებართვები გაიზარდა.


2022 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 086 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6 პროცენტით მეტი) 3 187.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტი).

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ნებართვების 77.3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52.1 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.7 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.6 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

წინა წლებში, თბილისის შემდეგ, გაცემული ნებართვებით ლიდერი აჭარის რეგიონი იყო.
Print