ახალი ამბები
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები ცნობილია
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია გამოქვეყნა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე 5 კანდიდატია წარდგენილი:

რევაზ ეგაძე — ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების პროცესის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, გარდაბნის მერის მოადგილე 2017-20 წლებში;

გიორგი კალანდარიშვილი — ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე. 2008 წლიდან მუშაობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა თანამდებობებზე. პარლამენტის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერის არქონის გამო, 2021 წლის 3 აგვისტოდან მეორედ იკავებს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას 6-თვიანი ვადით;

გიორგი შაიშმელაშვილი — დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი. არის საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი;

ნანული ბებია — პედაგოგი. სხვადასხვა დროს პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა სოხუმში, თბილისსა და მოსკოვში;

თამარ ალფაიძე — სამართლის დოქტორი, პროფესორი. არის ავტორი სახელმძღვანელოების: „მედია და სამართალი“ და „შესავალი სამართალმცოდნეობაში“.

საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები არიან:


ქრისტინე ქაჯაია;

სიმონ პარუნაშვილი;

ლევან ისაკაძე;

თამაზ ფოლადაშვილი;

მაია ზარიძე;

გია ცაცაშვილი;

რუსუდან ქურდიანი;

პრეზიდენტმა კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს საბუთების წარდგენა 26 ივლისის ჩათვლით შეეძლოთ.
Print
თეგები: #ცესკო