ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 156-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 40 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +270];

ტანკი – 1 749 ერთეული [+7];

ჯავშანტექნიკა – 3 987 ერთეული [+8];

საარტილერიო სისტემა – 900 ერთეული [+6];

MLRS – 258 ერთეული [+0];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 ერთეული [+0];

თვითმფრინავი – 222 ერთეული [+0];

ვერტმფრენი – 190 ერთეული [+0];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 731 ერთეული [+2];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 174 ერთეული [+0];

გემი/ნავი – 15 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 870 ერთეული [+16];

სპეცტექნიკა – 77 ერთეული [+2];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

260 თვითმფრინავი;

145 ვერტმფრენი;

1 625 უპილოტო საფრენი აპარატი;

359 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

4 172 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

764 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

3 207 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;

4 515 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 156 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print