ახალი ამბები
ეროვნული გამოცდების შედეგები პირველი აგვისტოდან გამოქვეყნდება
FaceBook
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან დაიწყება.


გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის თქმით, სააპელაციო განცხადებების მიღება საგნის შედეგის გამოცხადების დასრულების შემდეგ დაიწყება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყო.

გამოცდებზე 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, აქედან 94%-ზე მეტი გამოცხადდა.
Print
თეგები: #ეროვნულები