ახალი ამბები
ქუთაისსა და სხვა ქალაქებში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის 20 პირი დააკავეს
FaceBook
ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და გურიაში ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით 20 პირი დააკავეს.


ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა , რომ ბრალდებულები ნარკოტიკს სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ორი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 276-ე, 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

Print
თეგები: #შსს