ახალი ამბები
უკრაინელი სამხედროები ხერსონზე კონტრშეტევისთვის ემზადებიან
FaceBook
უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონზე კონტრშეტევისთვის ძალას იკრებს.


ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.

დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ გამოიყენა დიდი მანძილის იარაღი, რათა მდინარე დნეპრზე ხიდები დაეზიანებინათ.

,,ამ ხიდებს რუსეთი საკუთარი კონტროლირებადი ტერიტორიების მოსამარაგებლად იყენებს. გასულ კვირაში დაზიანდა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, 1 კმ. სიგრძის ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ქალაქ ხერსონთან ახლოს მდებარეობს. უკრაინამ ამ ხიდზე იერიში 27 ივლისს გაამეორა'', - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.

დაზვერვის ინფორმაციით, ქალაქი ხერსონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლებული ცენტრია, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ახლა ის დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიებისგან, ფაქტობრივად, მოწყვეტილია.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანტოვოსკის ხიდის მონაკვეთი ამერიკული HIMARS-ების მეშვეობით გაანადგურეს.

ბრიტანული დაზვერვა ანგარიშს ყოველდღიურად აქვეყნებს.

უკრაინაში 155 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print