ახალი ამბები
გერმანიამ უკრაინას ზალპური რეაქტორი გადასცა
FaceBook
გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II გადასცა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

ერმაკის თქმით, ზალპური რექტორი უკვე უკრაინაშია.

"გერმანელმა მოკავშირეებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II გადმოგვცეს. ის უკვე უკრაინაშია", - განაცხადა ერმაკმა.

უკრაინაში მძიმე იარაღის გადაცემას ადასტურებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ქრისტინ ლამბრეხტიც. მისი თქმით, გერმანია საკუთარ სიტყვას ასრულებს და მისმა ქვეყანამ უკრაინას 3 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II და 3 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა Panzerhaubitzen 2000 გადასცა.

უკრაინაში 154 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები
Print