ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 154-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 40 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]

ტანკი – 1 738 ერთეული [+1]

ჯავშანტექნიკა – 3 971 ერთეული [+12]

საარტილერიო სისტემა – 883 ერთეული [+3]

MLRS – 258 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 ერთეული

თვითმფრინავი – 222 ერთეული

ვერტმფრენი – 190 ერთეული [+1]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 726 ერთეული [+4]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 174 ერთეული

გემი/ნავი – 15 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 847 ერთეული [+12]

სპეცტექნიკა – 75 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

260 თვითმფრინავი

144 ვერტმფრენი

1 613 უპილოტო საფრენი აპარატი

358 საზენიტო სარაკეტო სისტემა

4 162 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

763 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 201 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

4 481 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 154 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print