ახალი ამბები
უკრაინული ხორბლის ექსპორტი გაგრძელდება
FaceBook
უკრაინამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ხორბლის ექსპორტი შავი ზღვის რეგიონიდან გაგრძელდება.


ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობის პრეს-სპიკერმა გაავრცელა.

ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პორტების ბლოკირების გამო, უკრაინა ვერ ახერხებდა ხორბლის ექსპორტს.

თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შუამავალი იყო.

უკრაინა, რუსეთთან ერთად, მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.

უკრაინაში 153 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print