ახალი ამბები
ივნისში რუსეთში რეექსპორტი 101,5%-ით გაიზარდა
FaceBook
2022 წლის ივნისში რუსეთში რეექსპორტი 101,5%-ით გაიზარდა.


ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, ივნისში რუსეთთან რეექსპორტის მაჩვენებელმა 9,359 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2021 წლის ივნისში რუსეთში რეექსპორტზე 4,644 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი გავიდა.

2022 წლის ივნისში რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა:

მსუბუქი ავტომობილები - 6,555 მლნ დოლარი

ელექტრული წყალგამაცხელებელი - 912,9 ათასი დოლარი

ფეროშენადნობები - 453,8 ათასი დოლარი

ნარევები გამოსაყენებელი სასმელების წარმოებაში - 240,7 ათასი დოლარი

ყავა, მოხალული ან მოუხალავი - 237,3 ათასი დოლარი

ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი - 188,7 ათასი დოლარი

საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 110,8 ათასი დოლარი

ვულკანიზებული რეზინის ჰიგიენური და ფარმაცევტული ნაწარმი - 96,8 ათასი დოლარი

ქვა დამუშავებული - 90,6 ათასი დოლარი

ბანანი, ახალი ან გამხმარი - 86,1 ათასი დოლარი
Print