ახალი ამბები
პოლონეთმა უკრაინას PT-91 ტიპის ტანკები გადასცა
FaceBook
პოლონური PT-91 ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკმა განაცხადა, თუმცა მას არ დაუზუსტებია რამდენი ტანკი გადასცა პოლონეთმა უკრაინას

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთი ყველა PT-91 ტიპის ტანკის უკრაინისთვის გადაცემას გეგმავდა, შესაბამისი ტანკი კი პოლონეთს 232 ჰყავს.

PT-91 საბჭოთა წარმოების ტანკის, T-72-ის თანამედროვე მოდიფიკაციაა. პოლონელებმა საბჭოთა ტანკებში ცეცხლის მართვის სისტემა და სხვა ნაწილები თანამედროვე ტექნოლოგიებით შეცვალეს.

პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი ტანკი აქამდეც გადასცა. თუმცა, ადრე გადაცემული T-72 ტიპის ტანკები მოდერნიზებული არ ყოფილა.
Print
თეგები: #უკრაინა