ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის გამო Wizz Air-ი რეისებს თბილისის აეროპორტში შეასრულებს
FaceBook
10-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტაციის გამო, ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.


ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ BMG-ს ეთერში განაცხადა.

გენერალური მენეჯერის თქმით, 14 დღის განმავლობაში, ყველა რეისი, რომელიც ქუთაისში უნდა შესრულებულიყო, თბილისში შესრულდება.

"იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება. Wizz Air-თან მიმართებაში, ჯერჯერობით არანაირი გეგმა გამოკვეთილი არ გვაქვს, მაგრამ თუ მოთხოვნა იქნება, თუ ეს იქნება საინტერესო როგორც ჩვენი მგზავრებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიისთვის და ასევე თავად Wizz Air-ისთვის, რატომაც არა, განხილვადია. ოღონდ, კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები, რომ ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ 2 კვირაზე" - TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იგეგმება. 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს - დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმური რეაბილიტაცია.
Print
თეგები: #wizz Air #ფრენები