ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 152-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 39 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +180]

ტანკი – 1 730 ერთეული [+8]

ჯავშანტექნიკა – 3 950 ერთეული [+8]

საარტილერიო სისტემა – 876 ერთეული [+7]

MLRS – 257 ერთეული [+2]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 116 ერთეული [+3]

თვითმფრინავი – 222 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 188 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 719 ერთეული [+5]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 174 ერთეული [+4]

გემი/ნავი – 15 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 832 ერთეული [+9]

სპეცტექნიკა – 73 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

260 თვითმფრინავი

144 ვერტმფრენი

1 605 უპილოტო საფრენი აპარატი

357 საზენიტო სარაკეტო სისტემა

4 156 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

763 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 196 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

4 457 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 152 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print