ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.


ამინდის ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსის დოდო გვაზავას თქმით, ორშაბათს, 25 ივლისს იქროლებს დასავლეთის სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24-26 0 იქნება.

26-27 ივლისს ჰაერის ტემპერატურა 20 0-მდე დაიკლებს.

28-29 ივლისს გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

შაბათ-კვირას ტემპერატურა 20 0-მდე დაიწევს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექის სახით.
Print