ახალი ამბები
უკრაინის პორტების განბლოკვა 100 მილიონ ადამიანს საკვებით უზრუნველყოფს
FaceBook
უკრაინული მარცვლეული, საკვებით 100 მილიონ ადამიანს უზრუნველყოფს.


ამის შესახებ unian წერს, უკრაინის მარცვლეულის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, სერგი ივაშჩენკოზე დაყრდნობით.

"ჩვენი მარცვლეული რეალურად (საკვებით) უზრუნველყოფს 100 მილიონ და შესაძლოა, მეტ ადამიანს მსოფლიოში," - თქვა მან.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ტრადიციულად უკრაინა ყოველწლიურად 60-70 მილიონ ტონა მარცვლეულს აწვდის 100-მდე ქვეყანას.

"რა თქმა უნდა, ყველა ეს ქვეყანა ელოდება ჩვენს მარცვლეულს, რომელიც იძულებულნი ვართ გავიტანოთ ექსპორტზე. როგორც კი პორტები გაიხსნება, ჩვენ შევძლებთ ჩვენი მარცვლეულის მიწოდებას ყველა ჩვენს მომხმარებელსა და პარტნიორზე", - დასძინა ივაშჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერა შეთანხმებებს უკრაინის სამი პორტის - ოდესას, ჩორნომოვსკისა და იუჟნის - განბლოკვის შესახებ მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტზე.

ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტებზე კონტროლი მთლიანად უკრაინულ მხარეს რჩება.

15 ივნისის მდგომარეობით, უკრაინას წინა მოსავლიდან, დაახლოებით, 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი უწევდა.
Print