ახალი ამბები
,,დრიფტი'' დასჯადი ხდება
FaceBook
შსს-ის ახალი კანონპროექტის თანახმად, დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი.


შსს-ის კანონპროექტის მიხედვით, ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება კანონით დაისჯება.

უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარით დაისჯება.

,,სანქციად წესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას. დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება'',- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხმაურის დონის გადაჭარბების შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობის ქულა შეუმცირდება 10 ქულით.

შსს-მ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.
Print