ახალი ამბები
ივნისში ფულადი გადმორიცხვების 54.16% რუსეთზე მოდის
FaceBook
2022 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოში ფულადი გზავნილების 54.16% რუსეთიდან ირიცხება.


ინფორმაციას ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით bpn.ge ავრცელებს.

ივნისში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 231,438 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი - 39,081 მლნ აშშ დოლარი იყო.

შესაბამისად, 2022 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები 492.2%-ით არის გაზრდილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი გზავნილი სწორედ რუსეთიდან გადმოირიცხა.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის ივნისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:

რუსეთი - 231,438 მლნ აშშ დოლარი;

იტალია - 35,571 მლნ აშშ დოლარი;

აშშ - 27,655 მლნ აშშ დოლარი;

საბერძნეთი - 18,820 მლნ აშშ დოლარი;

ყაზახეთი - 17,264 მლნ აშშ დოლარი;

ისრაელი - 16,941 მლნ აშშ დოლარი;

გერმანია - 13,954 მლნ აშშ დოლარი;

თურქეთი - 8,443 მლნ აშშ დოლარი;

ყირგიზეთი - 6,971 მლნ აშშ დოლარი;

ბელარუსი - 5,302 მლნ აშშ დოლარი.

ცნობისთვის, 2022 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 427.4 მლნ აშშ დოლარი (1262.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 111.7%-ით (225.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
Print