ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 150-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო
დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 39 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +240]

ტანკი – 1 708 ერთეული [+4]

ჯავშანტექნიკა – 3 929 ერთეული [+9]

საარტილერიო სისტემა – 864 ერთეული [+1]

MLRS – 253 ერთეული [+2]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 ერთეული

თვითმფრინავი – 221 ერთეული

ვერტმფრენი – 188 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 714 ერთეული [+1]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 167 ერთეული

გემი/ნავი – 15 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 820 ერთეული [+17]

სპეცტექნიკა – 72 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

260 თვითმფრინავი

144 ვერტმფრენი

1 589 უპილოტო საფრენი აპარატი

357 საზენიტო სარაკეტო სისტემა

4 141 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

762 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 176 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

4 453 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 150 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print