ახალი ამბები
რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია გაზარდა
FaceBook
რუსეთის მთავრობამ "არამეგობრული ქვეყნების" ჩამონათვალს კიდევ 5 ქვეყანა დაამატა. ამ სიაში მოხვდნენ: საბერძნეთი, დანია, სლოვაკეთი, სლოვენია და ხორვატია.


რუსეთი საქართველოს ისევ არ თვლის არამეგობრულ ქვეყნად.

ამ " სტატუსის" მინიჭების ოფიციალურ მიზეზად დასახელებულია ამ ქვეყნების "არამეგობრული ქმედებები რუსეთის, კერძოდ, საზღვარგარეთ მისი დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების მიმართ.

"არამეგობრული ქვეყნების სტატუსის" გამო საბერძნეთს, დანიას, სლოვაკეთს, სლოვენიას და ხორვატიას შეეზღუდათ უფლება საელჩოებსა და საკონსულოებში თანამშრომლებად აიყვანონ რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი პირები.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში, პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების პასუხად ხელი მოაწერა კიდევ ერთ განკარგულებას და მთავრობას დაავალა იმ ქვეყნების სიის შედგენა, რომლებიც "არამეგობრულად" ექცევიან რუსეთის მოქალაქეებს და რუსულ კომპანიებს. ამ ჩამონათვალში 50-მდე სახელმწიფოა.

Print