ახალი ამბები
უკრაინაში რუსული ჯარის მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაული დარეგისტრირდა
FaceBook
უკრაინაში, სამართალდამცველებმა ოკუპანტი ქვეყნის მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაული დაარეგისტრირეს.


ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგისტრირებულია ომისა და აგრესიის 24 632 დანაშაული, აქედან 23 721 ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას, 73 აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას ან წამოწყებასა და წარმოებას, 21 ომის პროპაგანდას, 817 კი სხვა დანაშაულებს უკავშირდება.

რეგისტრირებულ დანაშაულებს შორისაა უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი 11 751 დანაშაული.

უკრაინაში 149 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #უკრიანა