ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 148-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 38 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]

ტანკი – 1 704 ერთეული [+4]

ჯავშანტექნიკა – 3 912 ერთეული [+7]

საარტილერიო სისტემა – 859 ერთეული [+3]

MLRS – 251 ერთეული [+1]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 ერთეული

თვითმფრინავი – 221 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 188 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 710 ერთეული [+7]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 167 ერთეული

გემი/ნავი – 15 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 781 ერთეული [+6]

სპეცტექნიკა – 72 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

259 თვითმფრინავი

143 ვერტმფრენი

1 572 უპილოტო საფრენი აპარატი

356 საზენიტო სარაკეტო სისტემა

4 135 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

760 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 166 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

4 410 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 148 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

Print