ახალი ამბები
"ომის დაწყებიდან დღემდე, 15 000-მდე რუსი სამხედროა დაღუპული" - აშშ - ს დაზვერვა
FaceBook
უკრაინაში ომის დაწყებიდან 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა.

ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო კომიტეტის დირექტორმა, უილიამ ბარნსმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასაც მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს, თუმცა ბევრად მცირე.

"აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების ბოლო შეფასებით, დაახლოებით 15 000 არის მოკლული და ალბათ, სამჯერ მეტია დაჭრილი. ასე რომ, საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაკარგებია",- განაცხადა ბარნსმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ მარტში გამოაცხადეს, რომ უკრაინაში 1351 რუსი სამხედრო მოკვდა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით კი რუსეთის დანაკარგი 38 000-ზე მეტია. დანაკარგებზე ინფორმაციას არც უკრაინის მხარე ასაჯაროებს, თუმცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეში დაახლოებით 100-მდე უკრაინელი იღუპება.

უკრაინაში 148 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #უკრაინა